ჩეფერინი კალენდარზე: ვინ წუწუნებს? ყველაზე მდიდრები 25 საუკეთესო ფეხბურთელით
ბოლო დროს ბევრმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გამოხატა საჯარო უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ უეფასა და ფიფას წლიური კალენდარი ზედმეტად გადატვირთულია, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, უკვე ფაქტებია. ბოლო 2 წელია მყესების ტრავმა მომრავლდა და ბევრმა ფეხბურთელმა კარიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო.
ფეხბურთელებს დღეს უპასუხა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.
„დიახ, უნდა ვაღიაროთ, რომ მატჩების კალენდარი სავსეა. ჩვენ ზღვარს მივაღწიეთ. ამავდროულად, კლუბები და მოთამაშეები ამაზე განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგიერთი მათგანი გადატვირთულია. სხვებს კი ცარიელი ფანჯრები აქვთ.
სამართლიანად რომ ვთქვა, ორი თვის წინ ნათქვამს ამჟამადაც ვიზიარებ - მეტი მატჩისთვის ადგილი არ არის. მაგრამ უნდა დავამატო: ვინ ჩივის? ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე და ის კლუბები, სადაც განაცხადში 25 საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ. დაბალი ხელფასის მქონეები და მხოლოდ 11 მოთამაშის მქონე კლუბები ამაზე არ ჩივიან. მათ უყვართ თამაში“,
- განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა ევროპის კლუბების ასოციაციის შეხვედრაზე.