ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„საქართველო ფავორიტია, კვარა მუდრიკზე უკეთესია“ | დემჩენკო მოახლოებულ მატჩზე

„დინამო ბათუმის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებაზე ისაუბრა. დემჩენკომ ფავორიტად „ჯვაროსნები“ დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

„უკრაინელი ვარ და რთულია, ობიექტური ვიყო. საქართველოში ერთ წელზე მეტი ვმუშაობდი და ვილი სანიოლის გუნდი მომწონს. ჩემი აზრით, ამ შეხვედრაში ფავორიტი სწორედ საქართველოა. ჯვაროსნებს წარმატებული პერიოდი უდგათ. ევრო 2024-ზე, მათ კარგად ითამაშეს და მერვედფინალში გავიდნენ, რასაც ბევრი არ ელოდებოდა. ერთა ლიგა ბრწყინვალედ დაიწყეს და შესანიშნავი სერია აქვთ. მათი შეჩერება რთული იქნება. საქართველო არის გუნდი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება, რადგან ქართველი ფეხბურთელები უფრო და უფრო უკეთეს თამაშს აჩვენებენ. ნაკრებში ბრწყინვალე ატმოსფეროა და ბიჭები მთავარ მწვრთნელს ენდობიან.

მახსენებს თუ არა საქართველოს ნაკრები 90-იანების უკრაინას? კი, კვარა ქართველი შევჩენკოა. ხვიჩა იტალიური ფეხბურთის ლეგენდა უკვე გახდა და საქართველოს დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. საუბარი მაქვს ახალგაზრდებისა და ვეტერანების იდეალურ ბალანსზე. რთულია, ვინმე ერთი გამოარჩიო. გიორგი მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებიც ძლიერები არიან.

კვარა თუ მუდრიკი? ამ მომენტისთვის, კვარა მუდრიკზე უკეთესია. მან საკუთარი თავი უკვე დაიმკვიდრა და ნამდვილი მარგალიტია. მუდრიკიც მარგალიტია, მაგრამ დამუშავება სჭირდება. ტალანტის მხრივ, მიხაილო ხვიჩას ბევრით არ ჩამორჩება. როგორია ჩემი პროგნოზი? მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ფავორიტი მგონია, ვფიქრობ, შეხვედრა ფრედ დასრულდება - 1:1 ან 2:2“.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. უკრაინას ქულა ჯერ არ აუღია და ალბანეთთან და ჩეხეთთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუჩერი: წიტაიშვილი ჩვენზე ნაწყენია და მოტივირებული შეგვიტევს
კუჩერი: წიტაიშვილი ჩვენზე ნაწყენია და მოტივირებული შეგვიტევს