ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მასზე მეტჯერ არავის მოუგია | კვარას მიღწევა სერია A-ში

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „კვარამ“ სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ჩაიბარა და პაულო დიბალას რეკორდი გაიმეორა.

კვარაცხელიამ სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კარიერაში მეოთხედ დაისაკუთრა. მასზე და დიბალაზე მეტჯერ ეს ჯილდო არავის მიუღია, ხოლო მეორე ადგილზე რაფაელ ლეაუ, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ალეხანდრო გომესი და რუსლან მალინოვსკი იმყოფებიან.

სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2019 წელს დაარსდა და პირველს ფრანკ რიბერის გადაეცა. მის გარდა, აღნიშნული პრიზი ისეთ მოთამაშეებს დაუსაკუთრებიათ, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ლორენცო ინსინიე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ვიქტორ ოსიმენი, კრისტიან პულიშიჩი, ლაუტარო მარტინესი და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან გამარჯვებას შევეცდებით“ | რებროვის პრესკონფერენცია
„საქართველოსთან გამარჯვებას შევეცდებით“ | რებროვის პრესკონფერენცია