გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

კუჩერი: წიტაიშვილი ჩვენზე ნაწყენია და მოტივირებული შეგვიტევს

11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინა საქართველოს უმასპინძლებს (22:45).

მატჩის წინ, უკრაინულმა მედიამ გიორგი წიტაიშვილის ფაქტორს გაუსვა ხაზი და დაწერა, რომ ის უკრაინის ეროვნულ ნაკრებში არგამოძახების გამო განაწყენებული და ორმაგად მოტივირებული იქნება.

დონეცკის „შახტარის“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ოლეკსანდრ კუჩერმა sport.nv-სთან საკუთარი მოსაზრება გააჟღერა.

„აშკარაა, რომ წიტაიშვილისთვის უკრაინასთან მატჩში ორმაგი მოტივაცია ექნება. ფეხბურთში ზოგადად ასეთი რაღაცები ხდება. მაგალითად, გიორგი ადრე უკრაინაში თამაშობდა და ახლა მათ წინააღმდეგ 100%-ით დაიხარჯება.

წიტაიშვილი ძალიან მოტივირებული იქნება და ჩვენს წინააღმდეგ ხიფათის მომტანი იქნება, მოინდომებს, რომ გაგვიტანოს. ამიტომ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს.

ნაწყენია, თუ არა წიტაიშვილი უკრაინაზე? ის ელოდა, რომ უკრაინის ნაკრებში გამოიძახებდნენ, ეს არ მოხდა და შემდეგ მან საქართველო აირჩია. თუმცა, ის ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მაინც ვერ გამოადგებოდა, რადგან მასზე უკეთესები გვყავს - ნაზარენკო, გუცულიაკი. უკრაინაში ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ეროვნული ნაკრების ღირსეულად წარმოჩენა შეუძლიათ“.

უკრაინაში ამ ამბავს თავისებურად აღიქვამენ. წიტაიშვილმა შესაძლოა მათ წინააღმდეგ ხვალ საერთოდ არ ითამაშოს. ვილი სანიოლის ბოლო დროინდელ ხედვებს თუ გავითვალისწინებთ.

აი რა თქვა წიტაიშვილმა, საქართველოს ნაკრებში თამაშზე:

„ჩემი მიზანი ყოველთვის საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. უბრალოდ, მინდოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა, ეს იყო მიზანი და ჩემმა ახლობლებმაც იცოდნენ ამის შესახებ. თავის დროზე უკრაინული პასპორტი იმიტომ ავიღე, რომ კიევის დინამოში აკადემიისთვის დამჭირდა. ეს პირველ გუნდში დარჩენაში დამეხმარა. ჩემი მიზანი უკრაინის ეროვნულ გუნდში მოხვედრა არასდროს ყოფილა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა: გვინდა, ჯგუფში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ
მამარდა: გვინდა, ჯგუფში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ