რონალდინიო
Aa
Aa

რონალდინიომ საფეხბურთო კლუბი შეიძინა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ამერიკიის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბ „გრინვილ ტრიუმფის„ თანამფლობელი გახდა. გაუჩომ გუნდი აქციების ნაწილი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე შეიძინა, სადაც მას წილად ზარისთვის ხელის დაჭერის პატივი ხვდა წილად, რომელიც როგორც წესი ბროკერებისთვის ვაჭრობის დაწყების მაუწყებელია.

„გრინვილ ტრიუმფი“ 2018 წელს დაარსდა და რანგით მესამე ლიგაში გამოდის, თუმცა გაუჩოს განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ კლუბი უმოკლეს პერიოდში MLS-ში გადაიყვანოს. ასევე რონალდინიომ აღნიშნა, რომ მას მოსწონს ის მიდგომა და ფასეულობები, რომელიც „ტრიუმფს“ დაარსების დღიდან გააჩნია და აქცენტს აკადემიიდან ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურებაზე აკეთებს.

საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები გაუჩომ „ბარსელონაში“ გაატარა, რომლის რიგებში 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი და ამდენჯერვე ესპანეთის სუპერ თასის მფლობელი გახდა. 2006 წელს კი კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, რის შემდეგაც წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული „ოქროს ბურთის“ პრიზიც მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ცნობილი ფეხბურთელების კონტრაქტების ყველაზე უცნაური პუნქტები
ცნობილი ფეხბურთელების კონტრაქტების ყველაზე უცნაური პუნქტები