მერაბ დვალიშვილი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„მისი ინსტაგრამი გინახავთ?“ | სტრიკლენდმა დვალიშვილი გააკრიტიკა

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ სტრიკლენდმა მერაბ დვალიშვილს მიმართა. სტრიკლენდმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „მანქანა“ გააკრიტიკა.

„მერაბის ინსტაგრამის გვერდი ოდესმე გინახავთ? ამ ბიჭმა ალბათ მოახერხა და ჰენრი სეხუდოს უხერხულობისა და სამარცხვინოობის მეფის სტატუსი ჩამოართვა. ყოველთვის, როცა დვალიშვილს ვხედავ, მის გვერდით OnlyFans-ის მეძავი იმყოფება, რომელსაც კამერა უჭირავს. კი მაგრამ… რატომ? ეს არაა გზა, სწორი გზა, რომ ცნობილი გახდე.

იმუშავა თუ არა ამან და დაეხმარა თუ არა საჩემპიონო ბრძოლის მიღებაში? დვალიშვილი სატიტულო ბრძოლას დიდი ხანი ელოდებოდა და ეს ალჯოსადმი პატივისცემის გამო გააკეთა. ამ მეძავებს მისთვის საჩემპიონო ჩხუბი არ მოუტანიათ“.

ცნობისთვის, სტრიკლენდი საკუთარი სკანდალური განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა. მას ისიც აქვს ნათქვამი, რომ ძველ დროში დაბრუნებაა საჭირო და ქალები სამზარეულოს უნდა დაუბრუნდნენ.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეთავაზება აღარ შეიცვლება, გადაწყვეტილება კვარამ უნდა მიიღოს“ - ლუკა მარკეტი
„შეთავაზება აღარ შეიცვლება, გადაწყვეტილება კვარამ უნდა მიიღოს“ - ლუკა მარკეტი