კარლსრუე, სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

„კარლსრუეში“ სინჯებზე მყოფმა სანდრო ნარიმანიძემ ამხანაგურ მატჩში ითამაშა

„იბერია 1999“-ის ცენტრალურმა მცველმა, სანდრო ნარიმანიძემ, რომელიც „კარლსრუეში“ სინჯებზე იმყოფება, გერმანული კლუბის მაისურით ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა

„კარლსრუემ“ ამხანაგური მატჩი მესამელიგელ „ვეჰენ ვისბადენის“ წინააღმდეგ გამართა და 1:3 დამარცხდა.

ნარიმანიძე მოედანზე 69-ე წუთზე, 45-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 1:2 იყო. ახალგაზრდა ქართველმა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ნარიმანიძემ „კარლსრუეში“ რამდენიმე დღე ივარჯიშა და ამ მატჩის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება.

სანდრო „იბერია 1999’’-ის აღზრდილია, 6 წლიდან აღნიშნული კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა. პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი გასულ წელს თბილისის „დინამოსთან’’ ჩაატარა, გიორგი მიქაძემ ცვლილებაზე ათამაშა. მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა (3 სასტარტო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს