ვლადიმერ ნუცუბიძე
Aa
Aa

ასაკობრივი ცენზის გამო - ნუცუბიძემ კარიერა დაასრულა

უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართველ ძიუდოისტებთან ერთად, სპორტის ამ სახეობაში საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ ვლადიმერ ნუცუბიძემაც გაიტანა, რომელსაც უამრავი უმაღლესი დონის შეხვედრა უმსაჯია და უმრავლეს შემთხვევაში დაკისრებულ მოვალეობას თავი უმაღლეს დონეზე გაართვა. სწორედ ამიტომ ყველასთვის გულდასაწყვეტი იყო მის მიერ გადადგმული ნაბიჯი სამსაჯო კარიერის დასრულების თაობაზე. რით იყო ნაკარნახები ეს გადაწყვეტილება, ნუცუბიძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ვლადიმერ ნუცუბიძე

არბიტრის კარიერის დასრულების ძირითადი მიზეზი იყო ის ასაკობრივი ცენზი, რის გამოც მომდევნო ოლიმპიადაზე ამ საქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ მომიწევდა. ამიტომაც, სხვა ტურნირებზე მსაჯობის გაგრძელებას, გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ ყველაფრისთვის ახლა დამესვა წერტილი, როდესაც კარიერის ზენიტში ვარ.

უსაქმოდ დარჩენას არ ვაპირებ და შემოთავაზებები მაქვს როგორც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან, ასევე ევროპის ძიუდოს კავშირიდან - ორივე ეს ორგანიზაცია ჩემს პასუხს ნოემბრის ბოლომდე ელოდება. სიმართლე გითხრათ, მეც მოვლენების განვითარებას ველოდები, რადგან ევროპის ძიუდოს კავშირში არჩევნები წელს, საერთაშორისო ფედერაციაში კი 2025 წელს შედგება და ბევრი რამ გაირკვევა.

რომელი შეხვედრა დამამახსოვრდა ყველაზე კარგად? ტედი რინერს ფინალში იაპონელი ძიუდოისტი ხვდებოდა და ლეგენდარული ფრანგი წაგებას ბეწვზე გადაურჩა. ერთ-ერთი ილეთის დროს ტედი წაიქცა, მაგრამ გვერდი ბოლომდე არ ჰქონდა ტატამიზე დადებული და შესაბამისად, გდება იპონად არ შევაფასე. მახსოვს მაშინ იაპონელები მირეკავდნენ კიდეც და წერდნენ საჯაროდ, რომ ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტების შეხვედრა ნაკლებაც ცნობილ არბიტრის არ უნდა ემსაჯა. მოგვიანებით, სამსაჯო კომიტეტმა ეს ეპიზოდი განიხილა და ჩემი გადაწყვეტილება მართებულად ჩათვალეს, რის შემდეგაც როგორც არბიტრს ავტორიტეტი ერთიორად ამიმაღლდა.

ნუცუბიძემ კარიერაში ბოლო შეხვედრა მთავარი არბიტრის ამპლუაში ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ გრან პრიზე ჩაატარა. სულ კი 25-წლიანი კარიერის მანძილზე სამ ოლიმპიურ თამაშებზე, რიო 2016-ზე, ტოკიო 2020-სა და პარიზი 2024-ზე იმსაჯა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიო ჩემპიონია | ძიუდო
ლუკა ჯავახიშვილი მსოფლიო ჩემპიონია | ძიუდო