ერთა ლიგა, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა: გვინდა, ჯგუფში პირველი ადგილი შევინარჩუნოთ

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის უახლოესი 2 თამაშისთვის ემზადება.

მნიშვნელოვან მატჩებამდე კომენტარი გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა. ქართველმა მეკარემ დაგეგმილი და უკვე ჩატარებული მატჩები შეაფასა.

გიორგი მამარდაშვილი:

უკრაინასთან რთულ თამაშს ველოდებით. ჩემი აზრით, რთული თამაში იქნება. ვიცით, რომ ბევრი ფეხბურთელი აკლიათ და არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ მაინც მათ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელები, რომ საკმაო წინააღმდეგობას გაგვიწევენ. თან გასვლით თამაშზე არასდროს არ არის მარტივი თამაში.

რაც შეეხება ალბანეთის ნაკრებს, მათ მოვუგეთ, მაგრამ იქაც რთული თამაში გამოვიდა. ნამდვილად არ იყო მარტივი ალბანეთში გამარჯვება. თბილისში, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, გვინდა რომ გავიმარჯვოთ და შევინარჩუნოთ ჯგუფში პირველი ადგილი.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო, როგორ გავაგრძელებთ იმ წარმატებულ სვლას, რაც გვქონდა და ჩემი აზრით, თავი კარგად გავართვით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს.

ჩეხეთთანაც ველოდებით რთულ თამაშს. ჩემი აზრით, პირველი 15-20 წუთი ვერ ვითამაშეთ კარგად და შემდეგ უკვე გამოვასწორეთ, ის თავდაჯერება ვიგრძენით, რაც გვჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში, პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11 ოქტომბერს უკრაინის ნაკრებს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ...“ | რა თქვა ქოჩორამ უკრაინის ნაკრებზე
„ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ...“ | რა თქვა ქოჩორამ უკრაინის ნაკრებზე