ტარას სტეპანენკო
Aa
Aa

„ძლიერი, შეთამაშებული და ბრძოლისუნარიანი გუნდია“ | სტეპანენკო საქართველოს ნაკრებზე

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ტარას სტეპანენკომ საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. სტეპანენკომ „ჯვაროსნები“ შეაქო და განაცხადა, რომ ვილი სანიოლის გუნდი ძლიერი, შეთამაშებული და მებრძოლი ნაკრებია.

„გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი კარგი ადამიანები და შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ვხედავთ, რომ ჯვაროსნებს ძლიერი, შეთამაშებული და ბრძოლისუნარიანი კოლექტივი ჰყავთ.

საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშობენ ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებიც მაღალი დონის კლუბებს წარმოადგენენ. ამ მომენტისთვის, საქართველო ჯგუფის ლიდერია და მათთან გასამართი მატჩისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებული ვემზადებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ“.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. უკრაინას ქულა ჯერ არ აუღია და ალბანეთთა და ჩეხეთთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული „ნაპოლიში“, მესამე სერია ა-ში | როგორია კვარას რეალური ფასი
ყველაზე ძვირადღირებული „ნაპოლიში“, მესამე სერია ა-ში | როგორია კვარას რეალური ფასი