სერგეი რებროვი
Aa
Aa

„საქართველოსთან გამარჯვებას შევეცდებით“ | რებროვის პრესკონფერენცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას ერთა ლიგის ეგიდით გამართავს და უკრაინას დაუპირისპირდება. დღეს, „ლურჯ-ყვითლების“ მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა პრესკონფერენცია გამართა და „ჯვაროსნებთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ილაპარაკა.

„ერთა ლიგის პირველი ორი მატჩი წავაგეთ და ფეხბურთელებს ესმით, რომ საერთოდ სხვა დონე უნდა აჩვენონ. საუბარი ეხება არა მხოლოდ შედეგს, არამედ გუნდის მიერ ნაჩვენებ ფეხბურთსაც. ერთა ლიგა არის ტურნირი, რომლიდანაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა შესაძლებელი. პირველი ორი თამაშის მოგება ვცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, ახლა კი ველოდებით საქართველოსთან და ჩეხეთთან გასამართ შეხვედრებს, რათა ჩვენი დონე ვაჩვენოთ.

არის თუ არა საქართველოსთან მატჩი ბოლო იმედი სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად? გვესმის, რა პოზიციაზე ვიმყოფებით და ვიცით, რომ პირველი ორი შეხვედრა წავაგეთ. ჩეხეთის წინააღმდეგ 20 დარტყმა გვქონდა და გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ დავმარცხდით. საქართველოსთანაც იგივე მიზანი გვექნება და 3 ქულის აღებას შევეცდებით.

ერთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი ტურნირია, მაგრამ ამხანაგურ მატჩებს არ ვატარებთ. გვინდა, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ და უკრაინაში, ყველა დღე დღესასწაულია, როცა ეროვნული ნაკრები თამაშობს. უკრაინის მატჩებს მთელი ქვეყანა ელოდება და ყველას ესმის, ამ თამაშებს რამხელა მნიშვნელობა აქვთ “.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. უკრაინას ქულა ჯერ არ აუღია და ალბანეთთა და ჩეხეთთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული „ნაპოლიში“, მესამე სერია ა-ში | როგორია კვარას რეალური ფასი
ყველაზე ძვირადღირებული „ნაპოლიში“, მესამე სერია ა-ში | როგორია კვარას რეალური ფასი