ანტონიო კასანო, კლაუდიო რანიერი
Aa
Aa

„ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს“ - რანიერი და კასანო კონტემ აღაფრთოვანა

ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ იტალიის მიმდინარე პირველობაზე იმდენად შთამბეჭდავი სტარტი აიღო, რომ პარტენოპეის საჩემპიონო შანსებზე ძალიან ბევრი სპეციალისტი, ყოფილი ფეხბურთელი, თუ ჟურნალისტი საუბრობს. მათ შორის არიან 72 წლის ცნობილი იტალიელი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი, რომელმაც გასულ სეზონში „კალიარიდან“ წამოსვლის შემდეგ კარიერა დაასრულა და ანტონიო კასანო, რომელსა თავისი Youtube-არხი აქვს და ფეხბურთთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებს ხშირად გამოთქვამს.

კლაუდიო რანიერი

საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილე გუნდებს შორის „მილანსაც“ დავასახელებდი, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ პაულო ფონსეკამ ჯერჯერობით სათამაშო რგოლებს შორის ბალანსი ვერ იპოვა. ვფიქრობ, რომ სკუდეტოს პრეტენდენტი ბოლომდე მხოლოდ ორი გუნდი, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ იქნება, ხოლო საბოლოო გამარჯვება ნეაპოლურ კლუბს დარჩება.

ანტონიო კასანო

ნამდვილი უნამუსობა იქნება, თუ ვინმე მეტყვის, რომ ვიქტორ ოსიმენი რომელუ ლუკაკუზე მაღალი კლასის ფორვარდია. ჯერ მხოლოდ იმას რომ შეხედოთ, როგორ იმორჩილებს ბელგიელი ბურთს და როგორ იწყებს პირველი პასით შეტევას, ეს ცალკე ხელოვნებაა. ოსიმენისგან კი ლუჩიანო სპალეტიმ მაქსიმუმი გამოწურა და მერწმუნეთ, მისი გაშვებით აურელიო დე ლაურენტისმა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისათვის, შვიდი ტურის შემდეგ, სერია A-ს სატურნირო ცხრილს 16 ქულით „ნაპოლი“ ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერს“ – 2, ხოლოდ მესამე ადგილოსან „იუვენტუსს“ 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი სკუდეტოს მოგების კანდიდატია“ | დი კანიო
„ნაპოლი სკუდეტოს მოგების კანდიდატია“ | დი კანიო