უეფა
Aa
Aa

უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული ჩატარდა

ეროვნული ნაკრების შეკრების ფარგლებში, 7-9 ოქტომბერს, უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული ჩატარდა.

აღნიშნული კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის.

მიმდინარე კურსში მონაწილეობენ ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე და საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.

მეორე მოდულის ფარგლებში, კურსის მსმენელებს გამოცდილება ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფის და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებთან ერთად გაუზიარა.

სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, კურსის მსმენელებს საშუალება ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები.

კურსი 6 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„FIFA-ს მე-17 მუხლი - კვარას ზაფხულში წასვლა შეეძლება?“
„FIFA-ს მე-17 მუხლი - კვარას ზაფხულში წასვლა შეეძლება?“