გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგა ბითაძე: „ასეთ თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერი იოლია“

„ნიუ ორლეანთან“ მატჩის მსგავსად, გოგა ბითაძე „ორლანდოს“ შემადგენლობაში გუშინ „სან ანტონიოსთან“ (97:107) წაგებულ შეხვედრაშიც საკმაოდ პროდუქტიული იყო და 8 ქულასთან ერთად, 11 მოხსნაც დააგროვა. კარგი ასპარეზობის გათვალისწინებით, შეხვედრის დამთავრების შემდეგ, 25 წლის ქართველი კალათბურთელი მედიის წარმომადგენლების ყურადღებით სარგებლობდა და ერთ-ერთ გამოცემას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუც მისცა.

რა თქვა ბითაძემ

კარგად დავიწყეთ და პირველი მეოთხედი არაჩვეულებრივად ჩავატარეთ. ამის შემდეგ შემადგენლობა შეიცვალა და მართალია მოგვიანებით შემოსულმა კალათბურთელებმაც საკუთარი საქმე იდეალურად შეასრულეს, თუმცა თითქოს საერთო მექანიზმმა მუშაობა შეწყვიტა.

პატარ-პატარა ჩავარდნები გასაკვირი არავისთვის არის, რადგან ეს მხოლოდ პრე-სეზონია, რომელიც ყოველთვის საკუთარი შეცდომების გაანალიზებასა და მის გამოსწორებაზე ზრუნვას ემსახურება. რაც ყველაზე მთავარია, აღებულ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ და პროგრესირება განვაგრძოთ.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ისეთი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც თამაშს მიმარტივებენ და მათ მხარდამხარ ასპარეზობისას, ყველაფრის გაკეთება იოლი ხდება. ბევრი მაღალი კალათბურთელი თამაშობს „მეჯიქში“, რაც საშუალებას გვაძლევს დაცვაში კიდევ უფრო მეტად ორგანიზებულები და კონტრშეტევების დროს უფრო პროდუქტიულები ვიყოთ.

ცნობისათვის, პრე-სეზონის ფარგლებში გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები კიდევ ერთ შეხვედრას 19 ოქტომბერს, „ფილადელფია სიქსერსთან“ გამართავენ, ხოლო NBA-ს წლევანდელი სეზონის რეგულარულ გათამაშებას 24 ოქტომბერს, „მაიამი ჰიტისთან“ დაპირისპირებით გახსნიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაქსიმუმ 50 მოგება - ბითაძის და ორლანდოს შანსები შეაფასეს
მაქსიმუმ 50 მოგება - ბითაძის და ორლანდოს შანსები შეაფასეს