რაფაელ ნადალი
Aa
Aa

ბოლო სეზონი - ნადალმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

ჩოგბურთის ესპანელმა ლეგენდამ, დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.

ამის შესახებ 38 წლის სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ილაპარაკა. მისი უკანასკნელი ტურნირი დევისის თასი იქნება.

ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო, რომელმაც ძალიან დიდი დრო წამართვა. თუმცა ამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ვფიქრობ, ახლა ყველაზე შესაფერისი დროა, რომ კარიერა დავასრულო, რომელიც იყო გრძელი და იმაზე გაცილებით წარმატებული, ვიდრე წარმოვიდგენდი“, - განაცხადა ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა კარიერის განმავლობაში 14-ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა, 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 2-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ის ოლიმპიური ჩემპიონია როგორც ერთეულთა (2008), ასევე წყვილთა (2016) თანრიგში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია 2025-ში კორტზე ორივეს ვიხილავ“ - ფედერერი რაფასა და ნოლეზე
„იმედია 2025-ში კორტზე ორივეს ვიხილავ“ - ფედერერი რაფასა და ნოლეზე