ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

სრული იგნორი - ჩავი ლაპორტას არ მიესალმა

ანდრეს ინიესტას ფეხბურთიდან წასვლასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჩავი ერნანდესი და ჟოან ლაპორტა ერთმანეთს არ მიესალმნენ. ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის ჩავი მიგელის ცნობით, „ბარსელონას“ ყოფილმა თავკაცმა ამჟამინდელ სპეციალისტს 2 მეტრის მანძილზე ჩაუარა და მისკენ არც გაუხედავს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩავის „ბლაუგრანადან“ აბარგება პირდაპირ პრეზიდენტთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.

ჩავისთან დაკავშირებით გასულ სეზონში მართლაც უცნაური სიტუაცია შეიქმნა. 2024 წლის 27 იანვარს, „ვილიარეალთან“ (3:5) საშინაო მარცხის შემდეგ მან საჯაროდ განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა. ამის შემდეგ ლაპორტა ყველანაირად შეეცადა ის დარჩენაზე დაეყოლიებინა და დაითანხმა კიდეც, მაგრამ მოგვიანებით ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ერნანდესის სიტყვებმა იმდენად გააღიზიანა, რომ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა.

ლაპორტამ რამდენიმე კვირის წინ ნიშნის მოგებით განაცხადა, რომ „ასულგრანას“ ამჟამინდელი დამრიგებელი ჰანს დიტერ ფლიკი სხვა მწვრთნელებისგან იმით გამოირჩევა, რომ არსებული რესურსით მაქსიმუმს აღწევს და ტრანსფერებზე არ წუწუნებს, რითაც ბუნებრივია, ირიბად, მაგრამ მაინც ჩავი გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერები იანვარში? ბარსა Nike-თან რეკორდულ კონტრაქტს აფორმებს
ტრანსფერები იანვარში? ბარსა Nike-თან რეკორდულ კონტრაქტს აფორმებს