პაოლო დი კანიო
Aa
Aa

„ნაპოლი სკუდეტოს მოგების კანდიდატია“ | დი კანიო

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და „ლაციოს“ ყოფილმა ფორვარდმა, პაოლო დი კანიომ „ნაპოლის“ შანსებსა და ანტონიო კონტეს როლზე ილაპარაკა.

დი კანიო დარწმუნებულია, რომ „პარტენოპეის“ სკუდეტოს მოგების კანდიდატია.

ანტონიო კონტემ წარმატებას მიღწია მუშაობის მეთოდის წყალობით, რომელიც დაფუძნებულია უბრალოებასა და ეფექტიანობაზე. ცნობილია, რომ ის ყოველთვის ყურადღებას ამახვილებდა თამაშის მკაფიო გეგმებსა და გუნდურობაზე - ეს არის თვისებები, რომლებიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა და მსოფლიოში ერთ-ერთი პატივსაცემი მწვრთნელი გახადა.

კონტეს კიდევ ერთი ფუნდამენტური ასპექტი მისი ლიდერული თვისებებია. იყო დამაჯერებელი ლიდერი, ეს ნიშნავს იცოდე, როგორ მისცე მოტივაცია მოთამაშეებს“, - ამბობს დი კანიო.

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„FIFA-ს მე-17 მუხლი - კვარას ზაფხულში წასვლა შეეძლება?“
„FIFA-ს მე-17 მუხლი - კვარას ზაფხულში წასვლა შეეძლება?“