დიდიე დეშამი, მაიკ მენიო
Aa
Aa

არეულობა საფრანგეთის ნაკრებში - დავა კაპიტნის სამკლავურზე

საფრანგეთის ეროვნული გუნდის მეკარე მაიკ მენიო მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამს ღიად დაუპირისპირდა. ამის მიზეზი ამ უკანასკნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც კილიან მბაპეს არყოფნაში ოქტომბრის მატჩებში არა „მილანის“ გოლკიპერს, არამედ ორელიან ჩუამენს მიანდო. მას შემდეგ რაც ანტუან გრიზმანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, მენიოს დიდი იმედი ჰქონდა, რომ „სამფეროვნების“ ვიცე-კაპიტანი გახდებოდა, მაგრამ დეშამმა ის არათუ ვიცე-კაპიტნად არ დანიშნა, არამედ სამ ფეხბურთელშიც კი არ შეიყვანა.

გაირკვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მბაპე და ჩუამენი არ იქნებიან, მათ ფუნქციებს იბრაჰიმა კონატე, ან ჯულს კუნდე შეითავსებენ, მენიოს კი მხოლოდ ძირითადი მეკარის სტატუსი დააკმაყოფილებს. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ეს უკანასკნელი სექტემბერში ჩადენილი საქციელის გამო დაისაჯა - იტალიასთან (1:3) წაგებული მატჩის შემდეგ, მენიომ თანაგუნდელები ძალების დაზოგვაში, არასათანადოდ განწყობასა და ცუდ მომზადებაში დაადანაშაულა. დეშამი ახლაც თვლის, რომ მეკარის ის საქციელი ემსახურებოდა თანაგუნდელებს შორის ავტორიტეტის ამაღალებასა და კილიან მბაპეს დაჩრდილვას, რაც მის გეგმებში არ შედის და შესაბამისად, „მილანის“ კარის დარაჯისთვის დამატებითი ძალაუფლების მიცემა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში ოქტომბერში ფრანგები ორ გასვლით შეხვედრას გამართავენ და დღეს ისრაელის, ხოლო 14 ოქტომბერს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
25-წლიანი პაუზის შემდეგ - დეშამმა ფრანგებს ცუდი დრო გაახსენა
25-წლიანი პაუზის შემდეგ - დეშამმა ფრანგებს ცუდი დრო გაახსენა