„მნიშვნელოვანი თამაშები გველის...“ | რას ამბობს რებროვი უახლოეს მატჩებზე
უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სერგეი რებროვი ერთა ლიგაზე საქართველოსა და ჩეხეთის წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებს ეხმიანება.
როგორც რებროვი სოციალურ ქსელში წერს, ამ ორ მატჩში უკრაინის ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, პირველ ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ სიტუაცია გამოასწოროს.
რას წერს რებროვი:
„ვუბრუნდებით საქმეს. მიხარია ეროვნულ ნაკრებში ყველა გამოძახებული ფეხბურთელის ნახვა. წინ ერთა ლიგის ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. გვაქვს შესაძლებლობა, გამოვასწოროთ იმედგამაცრუებელი სტარტი, რომელიც სექტემბერში გვქონდა“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა-საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ ორი ტურის შემდეგ უკრაინას 0 ქულა აქვს და ის ჯგუფში ბოლო ადგილზეა. მეორე-მესამე ადგილებს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, პირველზე კი 6 ქულით საქართველოს ნაკრებია.