ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ეჭვიც კი არ მეპარება, რომ...“ - რა უთხრა თოფურიამ ჰოლოუეის

მალე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება.

„ელ მატადორსა“ და „დალოცვილს“ ორთაბრძოლამდე, რომელსაც MMA-ს მოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან, ESPN MMA-სთან ინტერვიუ ჰქონდათ.

ილია თოფურია დარწმუნებულია, რომ არა მხოლოდ ქამარს შეინარჩუნებს, არამედ ის იქნება პირველი, ვინც ჰოლოუეის დაანოკაუტებს.

შენ 7 მარცხი გაქვს, მე არც ერთი. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ პირველი ვიქნები, ვინც დაგანოკაუტებს. მე არც მინდა, რომ ამის გჯეროდეს, რადგან თუ დაიჯერებ იმას, რასაც გეუბნები, არც კი მოხვალ, მე კი მჭირდება, რომ საბრძოლველად მოხვიდე“, - უთხრა ილიამ მაქსს.

ქართველმა მებრძოლმა ჰოლოუეისა და გეიჯის ჩხუბიც გაიხსენა, რომელსაც მოსაწყენი უწოდა.

ერთადერთი ამაღელვებელი ამ ბრძოლაში ბოლო 10 წამი იყო. ვერანაირი ტექნიკა და სტრატეგია ვერ ვნახე. სიმართლე გითხრა, ეს ის იყო ჩხუბი ბარში. ძალიან სანახაობრივი იყო ფანებისთვის, მაგრამ ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, არც ისე შთამბეჭდავი იყო. შენ ნახავ, რა მოხდება პირველ 10 წამში ოქტაგონზე“, - აღნიშნა თოფურიამ.

თავის მხრივ, ჰოლოუეიმ ამ გამოწვევაზე თქვა, რომ თოფურია ვერაფერს იზამს, რადგან ის მალე იღლება.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.

თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.

„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ადესანია დარწმუნებულია, რომ თოფურია ქამარს დაკარგავს
ადესანია დარწმუნებულია, რომ თოფურია ქამარს დაკარგავს