ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

„სენტ-ეტიენი“ არ შეცდა, როდესაც მასში 5 მილიონი გადაიხადა | Jeunesfooteux ზურიკოზე

ფრანგული გამოცემა Jeunesfooteux „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შესახებ წერს და პასუხობს იმ კრიტიკას, რომელსაც ზაფხულში „მწვანეების“ ხელმძღვანელობა „ბორდოდან“ ზურიკოს ტრანსფერის გამო აწყდებოდა.

როგორც გამოცემა წერს, ზურიკომ ამ დისკუსიას წერტილი დაუსვა და ახლა ყველა ხედავს, რომ მისი ტრანსფერი სწორი გადაწყვეტილება იყო.

რას წერს გამოცემა:

„5 მილიონი ფეხბურთელისთვის, რომელიც ლიგა 2-ის დონესაც კი ძლივს აკმაყოფილებდა? ამას ფიქრობდა ყველა, როდესაც „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, „ბორდოსგან“ ზურიკო დავითაშვილი 5 მილიონ ევროდ შეეძინა.

თუმცა, ვილი სანიოლმა კარგად იცოდა ზურიკოს შესაძლებლობები და სწორედ მან ურჩია ყოფილ კლუბს, დავითაშვილის დაკვირვებოდნენ. გაამართლა თუ არა ამ არჩევანმა? სეზონის სტარტზე ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, ახლა ამ დისკუსიას წერტილი დაესვა.

23 წლის ქართველი ვითარდება და უმატებს, ხოლო „ოსერის“ კარებში მის ჰეთ-თრიკზე უკვე ყველაფერი დაიწერა. ასე რომ, „სენტ-ეტიენი“ არ შეცდა, როდესაც ზურიკო დავითაშვილი „ჟოფრუა გიშარზე“ მოიყვანა.

ლიგა 1-ში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ ზურიკოს ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. „სენტ-ეტიენი“ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „მწვანეები“ 19 ოქტომბერს შინ, „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ მიმდინარე ზაფხულში „ბორდოდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენის აპია: ზუკა არ მაკვირვებს, რადგან მას დიდებული რაღაცების კეთება შეუძლია
დენის აპია: ზუკა არ მაკვირვებს, რადგან მას დიდებული რაღაცების კეთება შეუძლია