მიხეილ აშვეთია
Aa
Aa

აშვეთიამ კლუბი დატოვა - სამგურალს ახალი მწვრთნელი ეყოლება

მიხეილ აშვეთიამ „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის თაობაზე წყალტუბოს კლუბის Facebook-გვერდმა გაავრცელა. მისი წასვლის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. Crystalsport-თან საუბრისას, „სამგურალის“ პრეს სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება რამდენიმე სპეციალისტთან მიმდინარეობს და აშვეთიას შემცვლელის ვინაობა ორ დღეში გაირკვევა.

წყალტუბოელები აშვეთიას ხელმძღვანელობით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე წრის სტარტზე კარგად გამოიყურებოდნენ, უკანასკნელ პერიოდში კი გაუჭირდათ და ზედიზედ სამ ტურში დამარცხდნენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამივე შემთხვევაში „სამგურალს“ საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდათ და როგორც „ტორპედოსთან“ (0:1), ასევე „იბერიასთან“ (3:4) და „დინამო თბილისთან“ (1:2) იოლად არაფერი დაუთმიათ, რის გამოც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა შუა სეზონში ნამდვილად მოულოდნელი ამბავი აღმოჩნდა.

ოცდარვა ტურის შემდეგ დაგროვებული 31 ქულით „სამგურალი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ახალი დამრიგებლის ხელმძღვანელობით იმერეთის გუნდი 20 ოქტომბერს, გორში ადგილობრივ „დილასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშვეთია: თუ პორტუგალიას მოვუგეთ, რატომ არ შეიძლება დავამარცხოთ ესპანეთი?
აშვეთია: თუ პორტუგალიას მოვუგეთ, რატომ არ შეიძლება დავამარცხოთ ესპანეთი?