გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

მაქსიმუმ 50 მოგება - ბითაძის და ორლანდოს შანსები შეაფასეს

NBA-ს პრე-სეზონის ფარგლებში „ორლანდომ“ უკვე ორი მატჩი გამართა და ორივეში დამარცხდა, თუმცა ყოველივე ამას „მეჯიქის“ გულშემატკივრები განსაკუთრებულად მტკივნეულად არ აღიქვამენ, რადგან კარგად იციან, რომ ეს ის პერიოდია, რომელიც სხვადასხვა კომბინაციებისა და ტაქტიკური სქემების დამუშავებისთვის გამოიყენება. ერთ-ერთ ვებ-გვერდზე, ორლანდოელების შანსებისა და კლუბის სიძლიერის შესახებ საკმაოდ საინტერესო შეფასება გამოქვეყნდა, რომელშიც გოგა ბითაძე მცირე დოზით, მაგრამ მაინც არის ნახსენები.

რას წერენ მეჯიქზე

მეჯიქი გასულ სეზონში პლეი ოფში ყველასთვის მოულოდნელად გავიდა და იგივეს მიღწევას წელსაც შეეცდება. კლუბის ხელმძღვანელებმა ფრანც ვაგნერს მაქსიმალური სარგებლიანობის კონტრაქტი გაუფორმეს, რომელიც 5 წელიწადზეა გათვლილი და 224 მილიონის გამომუშავებას გულისხმობს.

გაუმჯობესდა გუნდის სხვა მნიშვნელოვანი კალათბურთელების, ჯონათან ისააკის, გერი ჰარისის, გოგა ბითაძისა და მორიც ვაგნერის ფინანსური პირობებიც. გარდა ამისა, ორლანდოელებმა „დენვერიდან“ დაიმატეს 3-ქულიანების სპეციალისტი კენტავიუს კოლდუელ-პოუპი, ომელცა წასული ჯო ინგლესის სათანადოდ ჩანაცვლება დაევალება.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, საუკეთესო შემთხვევაში „მეჯიქმა“ რეგულარულ გათამაშებაში 50 მატჩი უნდა მოიგოს. ამ გუნდს „ბოსტონისთვის“, „ნიუ-იორკ ნიქსისთვის“, „ფილადელფიასთვის“ და „მილუოკისთვის“ კონკურენციის გაწევა აშკარად გაუჭირდება. „კლივლენდის“, „მაიამისა“ და „ინდიანას“ კალიბრის მეტოქეებთან წარმატების მიღწევაზე ფიქრი კი გაცილებით უფრო რეალური იქნება.

შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო მზადების ფარგლებში, ბითაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ჯერ „ნიუ-ორლეანთან“ (104:106), ხოლო შემდეგ „სან ანტონიოსთან“ (97:107) წააგეს. 25 წლის ქართველმა „პელიკანსთან“ 7 ქულა, 9 მოხსნა და 1 ასისტი, „სპურსთან“ კი 8 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიბაევროპის თასი: ქუთაისი 2010 სლოვაკეთში დამარცხდა
ფიბაევროპის თასი: ქუთაისი 2010 სლოვაკეთში დამარცხდა