მარკ კუკურელია
Aa
Aa

„რობოტები არ ვართ“ - კუკურელია გადატვირთულ კალენდარზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ მცველმა, მარკ კუკურელიამ გადატვირთულ კალენდარსა და გახშირებულ სერიოზულ ტრავმებზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ეს საკითხი ფეხბურთელებს ძალიან აწუხებთ, რადგან მათ ძალიან ბევრ მატჩში უწევთ თამაში.

რა თქვა კუკურელიამ: 

ბევრ მატჩს ვთამაშობთ და ცოტას ვისვენებთ - რობოტები არ ვართ. ამას მოჰყვება ტრავმები... ჯერ როდრი, მერე კარვახალი, ახლა ნიკოსაც მოუწია სანაკრებო ბანაკის დატოვება. რა ვთქვა? გადარჩენის რეჟიმში ვართ.

როგორ შეიძლება ტრავმების პრევენცია? პირადად მე საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ. 100%-ით ვიხარჯები და თუ რაღაც მოხდება, მოხდეს. თუმცა, იღბლიანი ვარ, იმიტომ რომ სერიოზული ტრავმები არ მქონია, იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ორი კაპიტანი გვაკლია [როდრი და კარვახალი], ისინი გუნდში საკვანძო როლებს ასრულებენ და ახლა ისინი ძალიან გვაკლია. გუნდში კარგი ატმოსფეროა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდრიმ და კარვახალმა ტრავმები სრულად მოიშუშონ, ჩვენ კი შევეცდებით მუნდიალის საგზური მოვიპოვოთ.

მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა გააპროტესტეს „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა როდრიმ და კევინ დე ბრუინიმ, „ბარსელონას“ მცველმა ჟულ კუნდემ, „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ, „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, დანი კარვახალმა, „რეალის“ ნახევარმცველმა, ორელიენ ჩუამენიმ, „ტოტენჰემის“ კორეელმა შემტევმა, სონ ჰიონ მინმა და ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ. რამდენიმე დღის წინ „სიტის“ ესპანელმა მცველმა, ემერიკ ლაპორტმა ისიც კი თქვა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთელების გაფიცვაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს გადატვირთული კალენდრის ბრალია“ - ანჩელოტი კარვახალის ტრავმაზე
“ეს გადატვირთული კალენდრის ბრალია“ - ანჩელოტი კარვახალის ტრავმაზე