ფიბაევროპის თასი: ქუთაისი 2010 სლოვაკეთში დამარცხდა
Aa
Aa

ფიბაევროპის თასი: ქუთაისი 2010 სლოვაკეთში დამარცხდა

ფიბა-ევროპის 2024-25 წლების გათამაშების პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისი 2010“-მა სლოვაკეთში „პრევიძას“ წინააღმდეგ ითამაშა და 69:77 დამარცხდა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დღევანდელი შეხვედრა ლეგიონერების გარეშე ითამაშა და დიდი შესვენების წინ 3 ქულით იგებდნენ კიდეც, თუმცა მასპინძლებმა თამაში მესამე მეოთხედიდან შემოაბრუნეს.

გარდამტეხი მესამე მეოთხედი იყო, რომელიც „პრევიძამ“ 24:12 მოიგო.

„ქუთაისის“ რიგებში საუკეთესო გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 24 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 18 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა აკაკი დვალიშვილს.

მეტოქის რიგებში საუკეთესო ჰანტერ დინი იყო, რომელმაც 16 მოხსნა და 12 ქულა გაიფორმა.

კოტე ტუღუშის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს „ბილბაოს“ წინააღმდეგ თბილისში გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს 9 წუთი დაუთმეს - ორლანდომ მოსამზადებელი ეტაპი მარცხით დაიწყო
ბითაძეს 9 წუთი დაუთმეს - ორლანდომ მოსამზადებელი ეტაპი მარცხით დაიწყო