მარიო ბალოტელი
Aa
Aa

ბალოტელი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

მარიო ბალოტელი შესაძლოა კვლავ სერია A-ში ვიხილოთ. როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ალფრედო პედულა წერს, 34 წლის თავდამსხმელი მოლაპარაკებებს „ჯენოასთან“ მართავს.

მისივე ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ არის, მაგრამ კონტრაქტი გრძელდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიის ნაკრების ყოფილ წევრს „ტორინოში“ გადასვლის შესაძლებლობაც აქვს.

1 კვირით ადრე იწერებოდა, რომ იტალიელმა ფორვარდმა შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს და მას რიგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე „ინტერსიტი“ იწვევს.

ამჟამად ბალოტელი თავისუფალი აგენტია. სხვადასხვა დროს მას უთამაშია ისეთ გრანდებში, როგორებიცაა „ინტერი“, „მილანი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“.

„ადანა დემირსპორში“ ყოფნისას მან 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა, გარკვეული პერიოდი კი მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაკტომინეი კვარას თავიდან ხელს უშლიდა - 3-4 მატჩის შემდეგ ნაპოლი ჩამოყალიბდება“
„მაკტომინეი კვარას თავიდან ხელს უშლიდა - 3-4 მატჩის შემდეგ ნაპოლი ჩამოყალიბდება“