რომელ კლუბს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა | TOP-10
CIES Football Observatory-მ კლუბების რეიტინგი შეადგინა, რომელთა ფეხბურთელებს (მათ შორის არიან მოთამაშეები, რომლებიც იჯარით სხვა გუნდში არიან) ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულება აქვთ.
რეიტინგში პირველ ადგილს „რეალი“ იკავებს - მადრიდული კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 1,728 მილიარდი ევრო.
მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტი“. ქალაქელების ფეხბურთელების ღირბულება 1,471 მილიარდ ევროდ ფასდება. მესამე ადგილზე კი 1,388 მილიარდი ევროთი „ჩელსი“ მოხვდა.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
4. „არსენალი“ – 1,225 მილიარდი ევრო
5. „ბარსელონა“ – 1,124 მილიარდი ევრო
6. „ლივერპული“ -1,099 მილიარდი ევრო
7. პსჟ - 1,088 მილიარდი ევრო
8. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 989 მილიონი ევრო
9. „ტოტენჰემი“- 886 მილიონი ევრო
10 „ლევერკუზენი“ – 862 მილიონი ევრო