ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
იტალიურ „კრემონეზეს“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი იცავს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. როგორც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, „კრემონეზეს“ ეუჯენიო კორინი გაწვრთნის.
ახალი მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.
კორინი 1970 წელს დაიბადა და ფეხბურთელის კარიერა იტალიურ კლუბებში გაატარა, უთამაშია „ბრეშიაში“, „იუვენტუსში“, „ნაპოლიში“, ყველაზე მეტი მატჩი კი „კიევოს“ მაისურით აქვს ჩატარებული (134).
2010 წლიდან ეუჯენიო კორინიმ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და წვრთნიდა „კროტონეს“, „ფროზინონეს“, „კიევოს“, „ბრეშიას“, ბოლოს კი „პალერმოში“ მუშაობდა, საიდანაც 2024 წლის აპრილში დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონიდან ლოჩოშვილის გუნდს ჯოვანი სტროპა წვრთნიდა. ის არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო „კრემონეზედან“ 8 ოქტომბერს გაუშვეს.
აქვე გეტყვით, რომ 8 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 11 ქულით სერია ბ-ს სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა. ეუჯენიო კორინის დებიუტი „კრემონეზეს“ თავკაცის რანგში 20 ოქტომბერს შედგება, როდესაც მისი გუნდი „იუვე სტაბიას“ ესტუმრება.