„ნაკრებში საშინელი ატმოსფეროა“ - უკრაინელი ფეხბურთელი პრობლემებზე
ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა და ლვოვის „კარპატის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, მიხაილო კოპოლოვეცმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს უკრაინის ნაკრებში არსებულ ატმოსფეროზე ისაუბრა.
რას ამბობს კოპოლოვეცი:
„არ მინდა დავიჯერო, რომ ხალხს უკრაინის ნაკრებში წასვლა არ სურს. თუმცა, სხვადასხვა წყაროდან მესმის, რომ იქ დამღუპველი ატმოსფეროა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ რთული სათქმელია, რა იქნება საქართველოსთან და ზოგადად, მომავალში.
ახლა ნაკრებში ტრავმების ეპიდემიაა, ხალხი ავადდება და ამიტომ, სირცხვილია, ვინც ქვეყნის მთავარი გუნდისთვის დახმარებაზე უარს იტყვის. მაგრამ რაც მე მესმის, იქ უარყოფითი ატმოსფეროა. ვფიქრობ, ეს საიდუმლო არავისთვის არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.