საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა
საქართველოს საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ საციგაო სპორტის ფედერაციამ გაავრცელა.
„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, საქართველოს საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ოჯახს ამ დიდ დანაკარგს“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
სამწუხარო ამბავს ეხმიანებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია და უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
„ვლადიმერ ქუმარიტაშვილი ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ საციგაო სპორტში და დიდი წვლილი შეიტანა საციგაო სპორტის საერთაშორისო საზოგადოებაში“, - აღნიშნულია საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.