ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

10-დან 10 ქულა - Whoscored-მა ზურიკო ტოპ 5 ლიგის ტურის სიმბოლურში შეიყვანა

გამოცემა Whoscored-მა ევროპის 5 საუკეთესო ლიგის განვლილი ტურის მატჩების მიხედვით სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „სენტ-ეტიენის“ ქართველი გარემარბი ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა.

ზურიკომ გამოცემისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა: 10-დან 10 ქულით Whoscored-მა ქართველის შესანიშნავი მატჩი „ოსერის“ წინააღმდეგ, რომელშიც დავითაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა (3:1).

ტოპ 5 ლიგის ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: დავიდ დე ხეა (ფიორენტინა) – 9.3
დაცვა: ჯეიმს გარნერი (ევერტონი) – 7.5, მარტენ დე როონი (ატალანტა) – 8.6, ანტონიო რაილიო (მალიორკა) – 8.39, ნიკო ტალიაფიკო (ლიონი) – 8.0
ნახევარდაცვა: ბუკაიო საკა (არსენალი) – 9.4, ედერსონი (ატალანტა) – 8.7, მიკელ დამსგორი (ბრენტფორდი) – 8.9, ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი) – 10.0
თავდასხმა: რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 9.9, მატეო რეტეგი (ატალანტა) – 9.6

ლიგა 1-ში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ ზურიკოს ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. „სენტ-ეტიენი“ 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს „მწვანეები“ 19 ოქტომბერს შინ, „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ მიმდინარე ზაფხულში „ბორდოდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პლატინი, ობამეიანგი და ზურიკო | დავითაშვილის ბრწყინვალე მიღწევა სენტ-ეტიენში
პლატინი, ობამეიანგი და ზურიკო | დავითაშვილის ბრწყინვალე მიღწევა სენტ-ეტიენში