„ამ გეი რაღაცას ხელს არ მოვაწერ“ | ვოლფსბურგის ფეხბურთელი სკანდალში გაეხვია
Aa
Aa

„ამ გეი რაღაცას ხელს არ მოვაწერ“ | ვოლფსბურგის ფეხბურთელი სკანდალში გაეხვია

„ვოლფსბურგის“ ფეხბურთელი, კევინ ბერენს სკანდალში გაეხვია. ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, ბერენსმა უარი თქვა ხელი მოეწერა მაისურისთვის, რომელზეც „მგლებისა“ და კლუბის სპონსორების ლოგოები ცისარტყელის ფერებში იყო გაფერადებული.

BILD-ის ცნობით, სექტემბრის ბოლო კვირას, „ვოლფსბურგის“ მარკეტინგის დეპარტამენტმა რამდენიმე ფეხბურთელს სპეციალურ კამპანიაში ჩართვა და მაისურებზე ავტოგრაფების დატოვება სთხოვა. ბერენსი ერთ-ერთი მათგანი იყო და მას ხელი LGBTQ+ თემის მხარდამჭერ მაისურებზე უნდა მოეწერა.

„ვოლფსბურგის“ ფეხბურთელმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. „ამ გეი რაღაცას ხელს არ მოვაწერ“, - ეს იყო ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც BILD-ის ცნობით, ბერენსმა გამოიყენა. მომხდარის შესახებ, კლუბის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია მალევე მიიღო და პრობლემა შიდა დონეზე მოაგვარა. ამ ეტაპზე უცნობია დაუწესეს თუ არა ბერენსს რაიმე სახის სასჯელი.

ცნობისთვის, „ვოლფსბურგი“ გერმანიაში პირველი კლუბია, რომლის კაპიტანმაც ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილი სამკლავური გაიკეთა. „მგლების“ ფან-მაღაზიებში იყიდება ჭიქები, მაისურები და შარფები, რომლებზეც კლუბის ლოგო ცისარტყელის ფერებშია დატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ჩემი ოცნება მსოფლიოზე თამაშია“ | კვარას ინტერვიუ
„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ჩემი ოცნება მსოფლიოზე თამაშია“ | კვარას ინტერვიუ