საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი დაგეგმა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, ქუთაისში საქართველოსა და ლატვიის ნაკრები გუნდების ლეგენდარული ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი გაიმართება.

შეხვედრას, რომელშიც ქართველი და ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას,  შენგელია არენა  21:00 საათზე უმასპინძლებს.

საქართველოს ვეტერანთა ნაკრების შემდგენლობა:

გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ირაკლი ზოიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე, ზურაბ იონანიძე, ვასილ გიგიაძე, მამუკა მაჭავარიანი, გიორგი ჩიხრაძე.

საქართველოს ნაკრების თემურ ქეცბაია გაწვრთნის, ხოლო ლატვიის ვეტერანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრს სტარკოვსი იქნება.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება შენგელია არენას სალაროებში.

მსგავსი სიახლეები