მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ომალის ულტიმატუმი მერაბს | შუგას რევანშის აღება უნდა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს ულტიმატუმი წაუყენა. „შუგამ“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „მანქანას“ მოუწოდა, უმარ ნურმაგომედოვს წლის ბოლომდე ეჩხუბოს.

„თუ ცალწარბა (უმარ ნურმაგომედოვზე საუბრობს) და მერაბი წლის ბოლომდე არ იჩხუბებენ, მარტში, დვალიშვილთან ორთაბრძოლას გავმართავ. თუ ეს არ მოგწონს, შეგიძლია, კვერცხები ამილოკო“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს პირველად სწორედ ნურმაგომედოვთან დაიცავს. ომალის რაც შეეხება, ის თვლის, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და „მანქანას“ მასთან არ გაუმარჯვია.

გეტყვით იმასაც, რომ უმარმა ქართველი მებრძოლი რამდენჯერმე გამოიწვია. მისი თქმით, მერაბი ყველაფერს აკეთებს, რათა მასთან ჩხუბს თავი აარიდოს, რადგან იცის, რომ საჩემპიონო ქამრის დათმობა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ჩემი ოცნება მსოფლიოზე თამაშია“ | კვარას ინტერვიუ
„ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ჩემი ოცნება მსოფლიოზე თამაშია“ | კვარას ინტერვიუ