ლუკას პაკეტა
Aa
Aa

ლუკას პაკეტას სამუდამო დისკვალიფიკაცია ემუქრება

ბრაზილიის ნაკრებისა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ლუკას პაკეტა შესაძლოა სამუდამოდ ჩამოაშორონ ფეხბურთს - Daily Mail-ის ცნობით, მიზეზი ფეხბურთელისა და მისი მეგობრების მიერ გაკეთებული ფსონები გახდა.

გამოცემის წყაროს ცნობით, პაკეტას ბრალად ედება, რომ მან განზრახ მიიღო სულ მცირე 4 ყვითელი ბარათი, რათა გავლენა მოეხდინა ფსონების ბაზარზე.

არსებული ინფორმაციით, 60-მდე ადამიანმა ბრაზილიაში სხვადასხვა ოდენობის თანხა დადო იმ ფსონზე, რომ აღნიშნულ მატჩებში პაკეტა ყვითელ ბარათებს მიიღებდა, მათ მიერ მოგებულმა თანხამ კი 100 000 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

Daily Mail-ის ცნობით, პაკეტა ყველა ბრალდებას უარყოფს და თავისი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში გეგმავს.
საქმეზე სასამართლო სხდომა 2025 წლის მარტში არის ჩანიშნული.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია (FA) პაკეტას მოედანზე განზრახ ჩადენილი ქმედებების ოთხ ეპიზოდში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტონალის შემდეგ პაკეტა - ბრაზილიელი საკუთარ თავზე ფსონებს დებდა
ტონალის შემდეგ პაკეტა - ბრაზილიელი საკუთარ თავზე ფსონებს დებდა