ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„მოლაპარაკებები ჩიხშია, გამოსავალი კი არ ჩანს“ - იტალიური მედია კვარას კონტრაქტზე

„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით იტალიური მედია უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ჟურნალისტმა, რაფაელე აურიემამ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვამ 5.5-მილიონ ევროიან შეთავაზებაზე უარი თქვა, დღეს დილით კი გავლენიანმა გამოცემა Il Mattino-მ დაწერა, რომ პროცესები კვლავ ჩიხშია და შესაძლოა, კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდეს.

 

რას წერს Il Mattino:

 

 

„ხვიჩა კვარაცხელიას მამისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელის მოთხოვნების გამო მოლაპარაკებები კვლავ ჩიხშია. მოლოდინი იყო, რომ ყველაფერი ოქტომბერში დასრულდებოდა და ხელშეკრულება გახანგრძლივდებოდა, მაგრამ ამ პროცესებს დასასრული არ უჩანს. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ შეთანხმება ოქტომბერში არ შედგება.

 

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები უარს ამბობენ და ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი მოქმედი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა.

7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს ესმის, რომ კვარამ შესაძლოა, სკუდეტო მოაგებინოს“ | იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი
„კონტეს ესმის, რომ კვარამ შესაძლოა, სკუდეტო მოაგებინოს“ | იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი