გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ჩემს ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმარო

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის უახლოესი 2 თამაშისთვის ემზადება.

8 ოქტომბერს, ჩვენმა გუნდმა პოზნანში მეორე ვარჯიში გამართა. ადგილობრივი ლეხის ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი გულიაშვილმა. ვარჯიშის შემდეგ, ბოსნიური სარაევოს ფორვარდმა პირველ სანაკრებო ემოციებსა და მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემს ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის სტატისტიკა, რაც საკლუბო დონეზე მაქვს ნაკრებში გავაუმჯობესო.

მოახლოებული თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით, თუმცა ჯგუფის ლიდერები ვართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება", - თქვა გულიაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში, პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11 ოქტომბერს უკრაინის ნაკრებს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვედეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვედეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო