ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმუმ იგივენაირად ვითამაშოთ, როგორც სექტემბერში

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის უახლოესი 2 თამაშისთვის მზადება დაიწყო.

მნიშვნელოვან მატჩებამდე კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა. ქართველმა გარემარბმა გუნდში არსებულ განწყობასა და თავის ბოლო მიღწევაზე ისაუბრა.

ორი მნიშვნელოვანი თამაში გვექნება. ხვალ უკვე სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ მზადებას. ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა და ყველას გვიხარია აქ ჩამოსვლა.

იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავამთავრებთ. კლუბში მაღალ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის. განსაკუთრებით შეკრების წინ ეს ძალიან გეხმარება ფსიქოლოგიურად. გოლები მჭირდებოდა პირადად მე და გუნდსაც.

გახარებული ვარ და ეს ყველაფერი ახლა სანაკრებო დონეზე უნდა გადმოვიტანო. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინიმუმ შევინარჩუნოთ სექტემბერში ნაჩვენები თამაშის დონე და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, სადაც გარკვეული ხარვეზები გვქონდა", - თქვა ზურიკო დავითაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში, პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11 ოქტომბერს უკრაინის ნაკრებს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვედეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვედეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო