ემერიკ ლაპორტი
Aa
Aa

„გაფიცვა ერთადერთი გადაწყვეტილებაა“ - ლაპორტი გადატვირთულ კალენდარზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და „ალ ნასრის“ მცველმა, ემერიკ ლაპორტმა გადატვირთულ კალენდარსა და ფეხბურთელების შესაძლო გაფიცვაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ეს საკითხი ფეხბურთელებს ძალიან აწუხებთ, რადგან მათ ძალიან ბევრ მატჩში უწევთ თამაში.

გაფიცვა ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რათა ეს შევაჩეროთ. წლიდან წლამდე სიტუაცია უარესდება, მოთამაშეებს უჭირთ. ჩვენ ვნახეთ, რომ შეკრებაზე ბევრი ფრანგი ფეხბურთელი ვერ მოვიდა ფიზიკური პრობლემების გამო.

ვფიქრობ, რომ ფეხბურთი უფრო ფინანსურ ასპექტზეა ორიენტირებული, ვიდრე ფეხბურთელებზე ზრუნვაზე. საჭიროა მოთამაშეებზეც იფიქრონ, განსაკუთრებით მათ, ვინც ბიზნესზე ფიქრობს და სურს მოედანზე ტოპ მოთამაშეები ნახოს“, - თქვა ლაპორტმა.

მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა გააპროტესტეს ასევე „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა როდრიმ და კევინ დე ბრუინიმ, „ბარსელონას“ მცველმა ჟიულ კუნდემ, „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ, „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, დანი კარვახალმა, „რეალის“ ნახევარმცველმა, აურელიენ ჩუამენიმ, „ტოტენჰემის“ კორეელმა შემტევმა, სონ ჰიონ მინმა და ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ.

გადატვირთული კალენდრის თანმდევ პრობლემაზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმაც. მადრიდის „რეალის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის, რომელიც მის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თან სდევს.

„პაპა კარლომ“ ასევე თქვა, რომ ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელები დასვენებას ვეღარ ასწრებენ“ | პოსტეკოგლუ გადატვირთულ კალენდარზე
„ფეხბურთელები დასვენებას ვეღარ ასწრებენ“ | პოსტეკოგლუ გადატვირთულ კალენდარზე