ბათუმის დინამომ ანდრეი დემჩენკო დაითხოვა
ბათუმის „დინამო„ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024 წლის საფეხბურთო სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგების გამო, ანდრეი დემჩენკო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.
48 წლის უკრაინელ სპეციალისტს ბათუმის „დინამოს“ 2023 ჩაუდგა სათავეში, კონტრაქტი კი 2025 წლის ბოლომდე იყო გათვლილი. 28 ტურის შემდეგ, გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, 42 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
მანამდე დემჩენკო „დილას“ წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გორული კლუბი ორჯერ გახდა ეროვნული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი.
„დილამდე“, დემჩენკოს უკრაინულ კლუბებში - „მეტალისტ 1925-სა" და „ბუკოვინაში" უმუშავია.