ადესანია დარწმუნებულია, რომ თოფურია ქამარს დაკარგავს
UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, ისრაელ ადესანიამ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის დაგეგმილ ჩხუბზე თავის იუთუბ-არხზე ილაპარაკა.
ნიგერიელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ „ელ მატადორი“ მეტოქის დამარცხებას ვერ შეძლებს.
რა თქვა ადესანიამ:
„ვფიქრობ, მაქსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვებს. ეს ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენს გაუძლებს თოფურია. ვნახოთ, გაუძლებს თუ არა ის 3,4,5 რაუნდს“.
„ვის დაუნოკაუტებია მაქსი? არავის. ვფიქრობ, თოფურიას შეუძლია მას დაარტყას, მაგრამ ნოკაუტში ვერ ჩააგდებს“.
„თოფურიას კრივი ძალიან კარგია, ის შედის და გამოდის, მაგრამ ჰოლოუეის კრივი განსაკუთრებულია და ის დისტანციას ძალიან კარგად იცავს“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ. თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება.
„მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.
„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.