ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, ჯოვანი სტროპა
Aa
Aa

ლოჩოშვილს არ ენდობოდა - კრემონეზემ მთავარი მწვრთნელი გაუშვა

იტალიურმა „კრემონეზემ’’ მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა თანამდებობიდან დაითხოვა. კრემონული გუნდის მიზანი სერია A-ში აღზევებაა, თუმცა 8 ტურის შემდეგ „კრემონეზე’’ სერია B-ში მე-7 ადგილზეა, 8 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 3 დათმო.

ჯოვანი სტროპა „კრემონეზეს’’ მთავარ მწვრთნელად გასულ სეზონში დაინიშნა, გუნდი სერია A-ში აღზევებასთან ახლოს იყო, თუმცა ფლეი-ოფში „ვენეციასთან’’ დამარცხდა.

სტროპა ლუკა ლოჩოშვილს სასტარტოში რეგულარულად არ ათამაშებდა, მეტწილად 26 წლის ქართველი ცენტრალური მცველი როტაციაში იყო. მიმდინარე სეზონში 8-დან 4 მატჩი ლუკამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, „პალერმოსთან’’ 90 წუთი ათამაშა, ერთ მატჩში სკამზე დატოვა და ასევე ერთ შეხვედრაში მატჩის მიწურულს ჩართო თამაშში. მოკლედ, სტროპა ლოჩოშვილს დიდ ნდობას არ უცხადებდა და შესაძლოა, ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ ამ მხრივ ვითარება შეიცვალოს.

შეგახსენებთ, 2022 წელს ლოჩოშვილი ავსტრიული „ვოლფსბერგიდან'' „კრემონეზეში'' გადავიდა, პირველ სეზონში სერია A-ში ითამაშა, თუმცა შემდეგ გუნდი ელიტარული ლიგიდან გავარდა და გასულ სეზონში სერია A-ში ვერ დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები