მერაბ დვალიშვილი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

მაკგრეგორი დვალიშვილზე: მერაბი ლეგენდაა

ყველას კარგად ახსოვს, ზაფხულში, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე მერაბ დვალიშვილსა და ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის მომხდარი ინციდენტი, როდესაც UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მისი მისამართით გამოთქმული სიტყვიერი შეურაცხყოფა ვეღარ მოითმინა, ტრიბუნაზე ავიდა და ერთ-ერთ ქომაგს თავის საქციელზე პასუხი მოსთხოვა.

სწორედ ეს ვიდეო, რომელიც ვირუსული გახდა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა Instagram-ზე გადააზიარა და დაწერა, რომ მერაბი ლეგენდაა.

„ფრთხილად იყავით, თუ როგორ ლაპარაკობთ ადამიანებზე ან როგორ მიმართავთ მათ, რადგან ზოგიერთი მათგანი ცხოვრებაში ისეთ პერიოდს გადის, როდესაც საკუთარი ქმედებების შედეგები ფეხებზე ჰკიდია. გამოიცანით, შემდეგ რა ხდება - თქვენ ყელამდე განავალში ხართ, ნიჩბის გარეშე“ - წერს ირლანდიელი მებრძოლი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა. მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: მახაჩევთან ბრძოლა მალე იქნება
თოფურია: მახაჩევთან ბრძოლა მალე იქნება