ლევანდოვსკი: რონალდუ გამონაკლისია და მისნაირი გამონაკლისები ძალიან ცოტაა
რობერტ ლევანდოვსკიმ ფეხბურთზე კრიშტიანუ რონალდუს გავლენაზე ისაუბრა.
„რაც შეეხება კრიშტიანოს, მან დაწერა ისტორიის მრავალი ფურცელი და ის მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ბარიერს ყოველთვის ამაღლებდა. ამის გამოტოვება არ შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს მიაღწია, 39 წლისაა და მალე 40-ის გახდება, აშკარაა, რომ ამბიციები აქვს, რადგან ბრაზდება და ნერვიულობს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ამბიციები აქვს. ვფიქრობ, ასეთი ბრაზი რომ არ ჰქონოდა, შეიძლება გამოჩენილიყო, რომ მხოლოდ თამაშის გულისთვის თამაშობდა. მაგრამ მას აშკარად აქვს სურვილი და ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მის მიერ არჩეული გზა წარმატებული იყო.
ასაკის მიუხედავად, მისი მაჩვენებლები აგრძელებს ზრდას და არა პირიქით. რა თქმა უნდა, ის გამონაკლისია და მისნაირი გამონაკლისები ძალიან ცოტაა“,
- განაცხადა ლევანდოვსკიმ.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში ერთმანეთს პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება.