მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მთელმა მსოფლიომაც რომ გითხრას..“ - უმარი მერაბს მიმართავს

მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის ვირტუალური დაპირისპირება გრძელდება.

ამჯერად პოსტი რუსმა მებრძოლმა დაწერა და „მანქანას“ მიმართა.

„მთელმა მსოფლიომაც რომ გითხრას - „მერაბი დაამარცხებს უმარს“, ეს არ მოგცემს გამბედაობას, შემხვდე პირისპირ იანვარში“, - წერს ნურმაგომედოვი.

ცნობისთვის, უმარი დაუმარცხებელი მებრძოლია და დიდი ხანია დვალიშვილთან ჩხუბი სურს. მან კარიერაში 18 ორთაბრძოლა მოიგო და ბოლოს კორი სენდჰეგენს ეჩხუბა, რომელსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

უმარის თქმით, დროა გულშემატკივრებმა „თეთრი ფაფახისა“ და „შავი ფაფახის“ დაპირისპირება იხილონ. ასევე გეტყვით, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ შონ ომალისა და დვალიშვილის ორთაბრძოლის გამარჯვებული სწორედ უმარს შეხვდებოდა.

ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა. მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცუდად დაამთავრებს“ - მახაჩევის პასუხი თოფურიას
„ცუდად დაამთავრებს“ - მახაჩევის პასუხი თოფურიას