ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

„არ მეგონა, რომ ეს დღე დადგებოდა“ - ინიესტა კარიერის დასრულებაზე

ანდრეს ინიესტამ კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

„არ მეგონა, რომ ეს დღე დადგებოდა. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ბოლო დღეებში დაღვრილი ყველა ცრემლი ემოციისა და სიამაყის ცრემლია. ეს არ არის მწუხარების ცრემლები.

ეს არის იმ ბიჭის ცრემლები Fuentealbilla-დან, რომელიც ოცნებობდა გამხდარიყო ფეხბურთელი და რომელმაც ამას მიაღწია შრომით, თავგანწირვით და არასოდეს დანებებულა. ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი ღირებულებები. მე ძალიან ვამაყობ ამ მოგზაურობით და ყველა იმ ადამიანით, ვინც თან მახლდა.

ძალიან მიხარია, რომ ჩემი ოცნება ავიხდინე. ჩემი სპორტული კარიერა ზღაპარს ჰგავდა, რადგან პროფესიონალურ დონეზე ყველაფერი საუკეთესო განვიცადე. მინდოდა კარიერის ბოლო წლები ბარსელონაში გამეტარებინა, თუმცა ამ კლუბში სათამაშოდ 300%-ით დახარჯვაა საჭირო და ვგრძნობდი, რომ ეს უკვე შეუძლებელი იყო.

ეს ყველაფერი ჩემს მშობლიურ ქალაქში დაიწყო, სკოლაში თამაში და ალბასეტში მოგზაურობის დროს. იქ გადავდგი პირველი ნაბიჯები. მახსოვს ის ეტაპი, როგორც ძალიან ბედნიერი მონაკვეთი. მახსოვს, ვუყურებდი ალბასეტეს თამაშს უმაღლეს ლიგაში. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალურ დონეზე იქ არასდროს მითამაშია, ყოველთვის მყავდა ორი საყვარელი გუნდი: ალბასეტე და ბარსა. ჩემი მიწა ჩემს გულშია“,

- განაცხადა ინიესტამ.

კარიერის განმავლობაში ინიესტა თამაშობდა „ბარსელონაში", „ვისელ კობეში" და „ემირეითსში". კატალონიური კლუბის შემადგენლობაში ესპანელმა 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 9-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 6-ჯერ ესპანეთის თასი.

ესპანეთის ნაკრებთან ერთად ინიესტამ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაკტომინეი კვარას თავიდან ხელს უშლიდა - 3-4 მატჩის შემდეგ ნაპოლი ჩამოყალიბდება“
„მაკტომინეი კვარას თავიდან ხელს უშლიდა - 3-4 მატჩის შემდეგ ნაპოლი ჩამოყალიბდება“