ლუის ენრიკე: ჩავი ბარსას ეიბარის დონეზე ათამაშებდა
Movistar-ის დოკუმენტურ ფილმში, რომელშიც პსჟ-ში ლუის ენრიკეს პირველ წელზეა საუბარი, ესპანელმა სპეციალისტმა საუბრის დროს ჩავი ერნანდესის „ბარსელონა“ ახსენა და აღნიშნა, რომ ის „ბლაუგრანას“ „ეიბარივით“ ათამაშებდა.
„ბარსელონამ ჩავის ხელმძღვანელობის დროს საკუთარი დნმ დაკარგა. ეს გუნდი ბურთს ვერ ფლობდა, ვერ დომინირებდა, თავიანთ დომინანტურ ფეხბურთს ვერ თამაშობდა. მსგავსი რამ, რომ ჩემი მწვრთნელობის დროს მომხდარიყო კრიტიკის ქარცეცხლი დამატყდებოდა თავს.
ნეიტრალური ქომაგი, თუ მათ თამაშს შორიდან დააკვირდებოდა, მარტივად შეამჩნევდა, რომ ჩავი ბარსას ეიბარის დონეზე ათამაშებდა.
გასულ სეზონში ბარსელონადან დამიკავშირდნენ და გუნდის კვლავ გაწვრთნა შემომთავაზეს. მე მათ ერთი კითხვა დავუსვი: თუ, ჩავი ლა ლიგას მოიგებს, მას მაინც გაათავისუფლებთ? პასუხი ნათელი და მკაფიო იყო. მათ შემოთავაზებაზე თანხმობა, რომ მიმეცა, ახლა ბარსელონას მწვრთნელი ვიქნებოდი“.
საინტერესოა რა გამოხმაურება მოჰყვება ენრიკეს ამ განცხადებას და უპასუხებს, თუ არა ჩავი მას.