რომან დოლიძე
Aa
Aa

UFC-ის რეიტინგი განახლდა | რომან დოლიძე დაწინაურდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა. კევინ ჰოლანდთან გამართულ ჩხუბამდე, „კავკასიელი“ მე-10 პოზიციას იკავებდა, გამარჯვების შემდეგ კი ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.

დოლიძე მეცხრე ადგილს პაულო კოსტასთან იყოფს და ჯეკ ჰერმანსონს გადაასწრო, რომელიც ორი საფეხურით დაქვეითდა. სხვა ქართველ მებრძოლებს რაც შეეხებათ, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას UFC-ის Pound for pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში ცვლილებები არ შეხებიათ. „მანქანა“ მეშვიდეა, „ელ მატადორი“ - მეოთხე.

გიგა ჭიკაძე, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს, ერთი საფეხურით დაქვეითდა. „ნინძა“ მე-11 ადგილზეა და მას ალჯამეინ სტერლინგმა გადაასწრო. ჭიკაძემ ბოლო ორთაბრძოლა არნოლდ ალენთან გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ცნობისთვის, დოლიძემ UFC 307-ზე ჰოლანდი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. პირველ რაუნდში, კევინმა ნეკნის ძვალი გაიტეხა და ორთაბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაკტომინეი კვარას თავიდან ხელს უშლიდა - 3-4 მატჩის შემდეგ ნაპოლი ჩამოყალიბდება“
„მაკტომინეი კვარას თავიდან ხელს უშლიდა - 3-4 მატჩის შემდეგ ნაპოლი ჩამოყალიბდება“