„საქართველოდან პირდაპირ ჩემს ბრძოლაზე ჩამოფრინდა“ - დოლიძემ მერაბზე ისაუბრა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ, რომელმაც ორგანიზაციაში თავისი ბრძოლა გასულ უქმეებზე, კევინ ჰოლანდის წინააღმდეგ გამართა და გაიმარჯვა, მერაბ დვალიშვილს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
დოლიძე მერაბის შესახებ რუსულ სააგენტო Sport 24-ს ესაუბრა.
რას ამბობს დოლიძე:
„მერაბი ჩემს ბრძოლაზე სულ ახალი ჩამოსული იყო, რადგან ახლა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაკავებული ადამიანია. ვულოცავ მას ამ დიდ გამარჯვებას. ის საქართველოდან პირდაპირ ჩემს ბრძოლაზე გამოფრინდა და ამას უზომოდ ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ მისი, რომ ასეთ მომენტში ჩემს გვერდით იყო“.
რომან დოლიძე კევინ ჰოლანდთან გამარჯვებულად პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ გამოაცხადეს. ამერიკელმა მებრძოლმა დოლიძესთან ნეკნი გაიტეხა და გამარჯვებაც, ავტომატურად ქართველს დარჩა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველმა „მანქანამ“ 16 სექტემბერს, საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ილია თოფურიას შემდეგ, საქართველოს ისტორიაში მეორე UFC-ის ჩემპიონი გახდა.