ხვიჩა კვარაცხელია, სკოტ მაკტომინეი
Aa
Aa

„მაკტომინეი კვარას თავიდან ხელს უშლიდა - 3-4 მატჩის შემდეგ ნაპოლი ჩამოყალიბდება“

„ნაპოლის“ ყოფილი მეკარე რაფაელე დი ფუსო რადიო Marte-ს ეთერში ანტონიო კონტეს გუნდი შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ 3-4 მატჩის შემდეგ „პარტენოპეი“ გაცილებით კარგად ათამაშდება.

„რა ასპექტში უნდა მოუმატოს ნაპოლიმ? ლუკაკუს გუნდში უკვე მნიშვნელოვანი როლი აქვს, მაგრამ მას გაუმჯობესება მაინც სჭირდება. გუნდში ახალწვეულები არიან და სათამაშო სტილი შეიცვალა, ცენტრშიც და ფლანგებზეც.

ნაპოლის ცოტა დრო სჭირდება, რომ უკეთ აითვისონ ის მოდელი, რომელსაც კონტე ქმნის. გუნდმა უფრო მეტად უნდა გააქტიუროს კვარაცხელია, მოძებნონ ახალი მექანიზმები. ხვიჩას თავდაპირველად მაკტომინეის მოძრაობამ ცოტათი ხელი შეუშალა და სივრცეები შეუზღუდა. როცა გუნდი სწორ მექანიზმს მიაგნებს, ნახევარდაცვიდან დაწყებული პარტენოპეი მეტოქეებისთვის დამღუპველი გახდება.

ვფიქრობ, კონტეს გუნდის მხრიდან სრულად გააზრებულ და ჩამოყალიბებულ თამაშს 3-4 შეხვედრის შემდეგ ვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 7 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს. კონტეს გუნდს 16 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ ორი ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას და მაკტომინეის გადამწყვეტი როლი აქვთ“ - იტალიელი ლეგენდა ნაპოლიზე
„კვარას და მაკტომინეის გადამწყვეტი როლი აქვთ“ - იტალიელი ლეგენდა ნაპოლიზე